დიდი ხანია არსებობს ინფორმაცია, რომ გარდა ცნობილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი წმინდა წიგნებისა (პასტაფარიანული სახარება და განიერი ზარბაზანი) არსებობს პასტას მიერ შექმნილი წიგნი “შენ ხარ პასტაფარიანელი” რომელშიც დეტალურადაა აღწერილი თუ როგორ უნდა მოვაქციოთ ურწმუნო ადამიანები ჭეშმარიტ რელიგიაზე. წიგნის ონლაინ პრეზენტაცია შედგა გუშინ ჩვენი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს ქართველმა პასტაფარიანემა სასულიერო პირებმა:
“მივიღეთ მინიშნება, რომ არსებობს უძველესი წიგნი რომელშიც დეტალურადაა აღწერილი თუ როგორ უნდა მოვაქციოთ ურწმუნო ერთადერთ ჭეშმარიტ რელიგია პასტაფარიანელობაზე, ეს წიგნი შედგენილია მფრინავი სპაგეტის მონსტრის(იგივე Pasta) მიერ. ასევე ჩვენთვის ცნობილია რომ იგი პასტაფარიანელმა წმინდანმა კაპიტანმა წმინდა ნიმომ ჩამოიტანა და გადამალა პასტის წილხვედრ ქვეყანაში საქართველოში. მისი ადგილმდებარეობა მითითებულია რუკაზე, რომელიც დიდ წინასწარმეტყველ ბობი ჰენდერსონს ერგო წილად, ბობი დიდ ხანს ელოდა, თუ როდის გამოჩნდებობდნენ მართლმორწმუნე პასტაფარიანელები საქართველოში, რათა ენდო მათთვის ის მეტად საპასუხიმგებლო საქმე, რაც არის ამ წმინდა წიგნის პოვნა.”
წიგნი ინგლისურადაა დაწერილი, თუმცა ჩვენმა პატრიარქმა უკვე თარგმნა ის ქართულად. ასევე მან მოგვაწოდა შიდასამზარეულოს ფოტომასალა, თუ როგორ ხდებოდა რუკის გაშიფვრა და წიგნის თარგმნა.

ალბათ დამთხვევა არ არის ის რომ რუკის გაშიფვრა წმინდა მამებმა სწორედ მას შემდეგ შეძლეს რაც სპაგეტის წმინდა კალორიები მიიღეს და წმინდა სასმელით ეზიარნენ.

ეს არის ის რუკა რომლის წაკითხვაც მხოლოდ ქართველებმა მოახერხეს.ეს იყო დასტური იმისა რომ ჩვენ პასტას რჩეული ერი ვართ.
დიდი ხანია სრულიად პასტაფარიანული სამყარო ელოდება ამ წიგნის აღმოჩენას და აი ჩვენ გვაქვს ექსკლუზიური უფლება პირველება წავიკითხოთ ის და გავითვალისწინოთ პასტას რჩევები.

წმინდა წიგნის ყდა. რეცეპტი თუ როგორ მოვაქციოთ ურწმუნოები პასტაფარიანულ რელიგიაზე.

საცეცი უნდა იყოს ყოველთვის თქვენთან! შეახეთ იგი შუბლზე ურწმუნოს და წარმოსთქვით ,,რამენ”. ეს არის უმოკლესი გზა გადავაქციოთ ურწმუნო პასტაფარიანელად.

მოვამზადოთ პასტა-ელექსირი და განვბანოთ ურწმუნო ამით. პასტა-ელექსირის რეცეპტი:1) წყალი 2) პომიდვრის ტომატი 3) შაქარი 4)მარილი 5)ლიმონმჟავა. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ კარგად.

სპეციალურად სატანისტი-როკელებისათვის. ანჩვენეთ პასტაფარიანული სიმბოლოები, ისინი იტყვიან მაგარია და ისინი გაიკეთებენ პასტაფარიანულ ტატუებს.

სპეციალურად მშიერი ურწმუნო ადამიანებისათვის. ჩენ უნდა მოვიწვიოთ ჩვენს სახლში, ვაგემოთ სპაგეტი და ვესაუბროდ ჭეშმარიტ ღმერთზე ( მფრინავი სპაგეტის მონსტრზე).
წიგნის მეექვსე გვერდი დაკარგულია წმინდა ნიმოს მიერ მოგზაურობის დროს!!

მორსჯულებაი ფანატიკოსებისა. სპეციალურად რელიგიური ფანატიკოსებისათვის. ვესაუბროთ მათ ცუდ მხარეებზე მათი რელიგიისა, ვუთხრათ რომ პასტა არის ტოლერანტი და მას სძულს ჩაგვრვა.
ჰა ჰა .. კარგი . ეს უბრალოდ ხუმრობა იყო. არარსებობს გზა რომლითაც მათ რამეს შეაგნებინებთ.

სპეციალურად არაპასტაფარიანელი მლოცველებისათვის. შევხედოთ მღვდლებს, ვაჩუქოთ მათ უკეთესი ავტომობილი ვიდრე არის ტოიოტა ლენდ ქრუიზერ 200 (რადგანაც ეს მათ უკვე ყავთ) მანქანის ნომერი უნდა შეიცავდეს F.S.M მაგალითად (FSM 777).

სპეციალურად ურწმუნო გოგონათათვის. ჩვენ უნდ ვიპოვნოთ მიმზიდველი პასტაფარიანელი ჰეტრეოსექსუალი ბიჭი და შევახვედროთ ურწმუნო გოგონას.
წიგნის ბოლოს არის მფრინავი სპაგეტის მონსტრის ხელმოერა. ეს არის ერთადერთი შემთხვევა როდესაც ის წმინდა წიგნს ხელს აწწერს.
“ბოდიში ჩემი ცუდი კალიგრაფიისათვის და იმისთვიაც თუ კი მე მაქვს შეცდომები, რადგანაც მე ვარ ძალიან მთვრალი. მე თქვენ სულველა მიყვარხართ და გკოცნით. ხელმოწერა. მ.ს.მონსტრი” აი ასე ამთავრებს თავის ხელნაწერ წიგნს მფრინავი სპაგეტის მონსტრი.